,,ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ძალისხმევამ, რასაც საქართველო ახორციელებს სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, კარლო ნატალემ პრემიერ-მინისტრს, ევროკავშირის სახელით, ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა და სხვადასხვა სახის დახმარების გაწევის მზადყოფნა გამოხატა.
,,ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ძალისხმევამ, რასაც საქართველო ახორციელებს სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- აღნიშნა კარლო ნატალემ. თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენელს დახმარების მზაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ბორჯომის ხეობაში არსებული ხანძრის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის კრიზისების მართვის ცენტრს საქართველოს მთავრობამ ხანძრის პირველივე წუთებიდან მიაწოდა. თავის მხრივ, ევროკავშირმა პროგრამა ,,კოპერნიკუსი“ აამოქმედა. აღნიშნული პროგრამა, ევროპაში, მასშტაბური ხანძრების შემთხევაში ხორციელდება და სტიქიის ზონების სატელიტურ დაკვირვებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები