სტიქიის ზონაში სასწრაფოსა და რეანომობილის ეკიპაჟები ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციამდე დარჩებიან

სტიქიის ზონაში სასწრაფოსა და რეანომობილის ეკიპაჟები ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციამდე დარჩებიან. სამინისტროს ინფორმაციით, მე-5 დღეა, ბორჯომის ხეობაში სამედიცინო სერვისების მიწოდებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს.
“სტიქიის ზონაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და რეანომობილის ეკიპაჟები ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციამდე დარჩებიან. ადგილზე მობილური ამბულატორია და სამედიცინო კარავიც განთავსდა. ამ დრომდე მედიკოსებს პირველადი დახმარების სხვადასხვა მოტივით რამდენიმე პაციენტმა მიმართა, თუმცა არცერთი მძიმე კლინიკური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა რესპირატორებითა და პირბადეებით აღჭურვა”,-აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები