საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიას ეწვევა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, 25-27 აგვისტოს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის მიხაელ როტის მოწვევით ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდს ეწვევა.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან, მიხაელ როტთან გამართავს. უწყების ცნობით, შეხვედრისას მხარეები ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ, ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გამახვილდება.
„შეხვედრისას მხარეები ასევე ისაუბრებენ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის მიმდინარეობასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძოდ, ჰესენის სახელმწიფო მინისტრთან ფედერაციასთან ურთიერთობების და ევროპულ საკითხებში, ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ფრანკფურტის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები