აზერბაიჯანმა საქართველოს, ბორჯომის ხეობაში ხანძრის მასშტაბების დასადგენად, მაღალი ხარისხის სატელიტური გამოსახულებები მიაწოდა

ბორჯომის ხეობაში ხანძრის მასშტაბების დასადგენად, აზერბაიჯანმა საქართველოს მაღალი ხარისხის სატელიტური გამოსახულებები მიაწოდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AzVision ავრცელებს. როგორც აზერბაიჯანის სატელიტური ოპერატორი კომპანიის AzerCosmos-ის წარმომადგენლები აცხადებენ, ქართულ მხარეს თანამგზავრ AzerSky-ს მიერ გადაღებული გამოსახულებები პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განკარგულებით გაუგზავნეს.
მათივე ინფორმაციით, მაღალი რეზოლუციის გამოსახულებები საშუალებას იძლევა, უკეთესად შეფასდეს ტყის ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი. ამასთან, AzerCosmos-ში აცხადებენ, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გაჩენილი ხანძრის მონიტორინგს განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები