ახალქალაქში სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ოკამის სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. აშენდა ახალი სატუმბი სადგური ტუმბო აგრეგატებით. აღდგა ძველი არსებული კაშხალი, წყალმიმღები ჭა, რეზევუარი, კაშხლისა და სატუმბ სადგურის შორის არსებული კედელი.
ჩატარებული სარეაბილიტაციო პროექტის შედეგად მუნიციპალიტეტში 4 სოფლის – ოკამის, ქარცების, აფნიასა და გოგაშენის მოსახლეობა ისარგებლებს აღდგენილი საირიგაციო მომსახურები. პროექტი, რომლის ღირებულებაც 444 444 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება.
2012 წლიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო სისტემების 10 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 6 740 ჰექტრამდეა გაზრდილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები