ზურაბ ალავიძე: ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტრამდეა დამწვარი

თუ ამინდმა მეხანძრე-მაშველებს ხელი არ შეუშალა, ხანძარი ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.
ალავიძის თქმით, ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტრამდეა დამწვარი.
„ბოლო ინფორმაცია დამაიმედებელია. ამჟამინდელი სიტუაცია დიდ ოპტიმიზმს გვაძლევს. ბოლო დღეების განმავლობაში 15:00-დან 18:00 საათამდე ქარი ძლიერდება, რაც ცეცხლს აღვივებს, თუმცა, თუ ისე გაგრძელდა ვითარება, რაც ამ მომენტისთვის გვაქვს, ვფიქრობ, ხანძარი ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება“, – განაცხადა ალავიძემ.
მისივე თქმით, დარჩენილია რამდენიმე კერა, რომელსაც ვერტმფრენები დაღამებამდე დაამუშავებენ.
„ზუსტი წერტილები გვაქვს აღებული, რასაც ვერტმფრენები დაღამებამდე დაამუშავებენ. მოხალისეების ჩართვა არ არის საჭირო, რადგან გვყავს საკმარისი ცოცხალი ძალა. არდაგანს რაც შეეხება, იქაც ვერტმფრენები მუშაობენ“, – აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები