გიორგი მღებრიშვილი: ხანძრის ახალი კერები არ გვაქვს, თუმცა ძველ კერებზე ვმუშაობთ

“ხანძრის ახალი კერები არ გვაქვს და ამჟამად მიმდინარეობს ძველი კერების ლოკალიზება, რომელთა ჩაქრობაც ბოლომდე ვერ მოხდა”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, სამუშაოში დამატებით 300-მდე ცოცხალი ძალა ჩაერთო. ხოლო რაც შეეხება პრობლემურ ადგილს, მღებრიშვილის განცხადებით კვლავ სოფელ დაბასთან არსებული ვითარებაა.
”ტრადიციულად, დღის მეორე ნახევარში ქარი ართულებს სამუშაოებს, თუმცა მიმდინარეობს ინტენსიურად ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე დაემატა 300-მდე ცოცხალი ძალა. ყველაზე პრობლემული ამჯერად კვლავ სოფელ დაბასთან ვითარებაა. აქ მთის ფერდობზე, პრაქტიკულად, ლოკალიზებული იყო ცეცხლი, თუმცა ის ქარმა გააღვივა. ახალ კერებს რაც შეეხება, ისინი მონიშნული არ გვაქვს იმიტომ, რომ არ არსებობს, თუმცა ძველ კერებზე ვმუშაობთ, რომლებზეც ვერ მოხდა ჯერ ხანძრის ლოკალიზება”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, ამჟამად შტაბში საქართველოს პატრიარქს ელოდებიან, რომელიც მეხანძრე-მაშველებს და სახანძრო სამუშაოებში ჩართულ პირებს დალოცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები