დუშეთის რაიონის სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია
დუშეთის რაიონის სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ვერტმფრენმა მუშაობა უკვე დაასრულა.
„ამ დროისთვის მთაზე ცეცხლი სრულად ჩამქრალია, აღარ შეინიშნება ცეცხლის კერები. სამაშველო სამსახურები, სრული ლიკვიდირებისა და ვითარების კონტროლის მიზნით, ნახანძრალ ადგილებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ“, – აღნიშნულია საგანგებო შტაბის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ დუშეთში ხანძრის ქრობის პროცესში კერძო კომპანიის ვერტმფრენი იყო ჩართული.