ნილს სკოტი: სტიქიის ზონაში სამუშაოების მასშტაბი, მართლაც, შთამბეჭდავია, გაეროს მოსაზრებით, ოპერაცია ძალიან წარმატებულია
სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი მივიდა. როგორც მან პრემიერთან შეხვედრის დროს აღნიშნა, სტიქიის შესახებ პირველივე წუთიდან, საქართველოს მთავრობის მხრიდან გაეროს ჟენევისა და თბილისის ოფისები ინფორმირებული იყვნენ.
“გაეროს-მოსაზრებით, დღეს მიღწეულია უმნიშვნელოვანესი პროგრესი. ნათელია, რომ პრემიერ-მინისტრმა უზრუნველყო ამ მასშტაბური ოპერაციის კოორდინირება – პროცესში 1500 ადამიანია ჩართული. შედეგად, სერიოზული ხანძარი ახლა, დიდი ალბათობით, კონტროლის ქვეშაა. ჩატარებული სამუშაოების მასშტაბი, მართლაც, შთამბეჭდავია. აქ ყოფნისას თვალშისაცემია ამ ხალხის მიერ, ამ დღეების მანძილზე გაწეული შრომისა და დახარჯული საათების მოცულობა. სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი ამ შედეგის მიღწევა და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა ხანძრისაგან. გაერო ამ პროცესის კოორდინირებასა და მხარდაჭერაში დასაწყისიდანაა ჩართული. ჩვენი მოსაზრებით, ოპერაცია ძალიან წარმატებულია. მინდა, მივულოცო პროცესში ჩართულ ყველა პირს, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის და აქ მყოფი ადამიანების ჩათვლით, იმ ქვეყნების ჩათვლით, რომლებიც პროცესში მონაწილეობას იღებდნენ. შესანიშნავი სამუშაოა ჩატარებული”, – განაცხადა ნილს სკოტმა.