სუსი: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები, სოფელ ორჭოსანთან არის მცირე ხანძარიც

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ორჭოსანთან არის მცირე ხანძარიც. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სუსმა აღნიშნული ინფორმაცია „ცხელი ხაზის“ საშუალებით მიიღო, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
“აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საქმის კურსში იქნა ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნები. ასევე, „ცხელი ხაზიდან“ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიზე, ორჭოსანის მიმდებარედ, ადგილი ჰქონდა მცირე ზომის ხანძარს, რომელსაც საოკუპაციო ძალების შესაბამისი ე.წ. სამაშველო სამსახურები უმოკლეს დროში ჩააქრობენ”, – აღნიშნულია სუსის ინფორმაციაში.
სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მძიმე ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები