დუშეთის მუნიციპალიტეტმა ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი კერძო კომპანიისგან იქირავა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის, ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა სოფელ თვალივის ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციოდ ვერტმფრენი საკუთარი სახსრებით კერძო კომპანია „დუშეთისგან“ იქირავა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ინფორმაცით, გუბერნატორის განცხადებით, ვერტმფრენის მწყობრში მოყვანა მხოლოდ დღეს მოხერხდა და სწორედ ამიტომ ვერ იყენებდნენ საჰაერო ტექნიკას წინა დღეების განმავლობაში.
ზაუტაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტს წყლის კალათა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მიაწოდა, საწვავით კი კომპანია ”სოკარმა” მოამარაგა.
ვერტმფრენი მი-8 ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მუშაობს. სპეციალისტების პროგნოზით, ხანძრის ლიკვიდაცია დაახლოებით 2 საათში მოხერხდება. ამ დროისთვის სოფელ თვალივთან, მთის ფერდობზე, დაახლოებით 3 ჰექტარი ტყის მასივია დამწვარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები