„ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი მასშტაბური კერები არ არის”
ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი მასშტაბური კერები არ არის, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც ბორჯომის ხეობაში ძლიერი ქარის გამო, ნაკვერჩხლები მიმოიფანტება, რაც იწვევს მცირე ზომის ახალი კერების შექმნას.
ცნობისათვის, რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. კერძოდ, ცეცხლი სასაფლაოებზე გამხმარ ბალახს წაეკიდა.