თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით აღნიშნულის მიზეზი სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოებია.
 
“24 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ნაძალადევის რაიონში. კერძოდ, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების, გვაზაურის, ბოგვის, ვარდისუბნის, ერწოს, თიანეთის, რატევანის, ნაგომარის, ჩარგლის, ტიბაანის, მამუკა ბეინაშვილის, მუხრანის, ჟინვალის, ღრმაღელის, ზიგზაგის, აბესალომ ვეკუას, გლინკას, დავით გარეჯელის, ხორნაბუჯის, ქვიშხეთის, ჭოპორტის, ნიკოლოზ შენგელაიას, გუდამაყრის, ლიახვის, ხევისუბნის, სიხარულიძის და ჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების IV კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, გიორგი ირემაშვილის, გურამ ქუთათელაძის, ჟღენტის, ტყიბულის, ხვანჭკარის, ურეკის, საჩხერის, ცოდნისკარის, რამაზ ჩხიკვაძის, ანაპის 414 დივიზიის და ქეთევან მაღალაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, მიცკევიჩის, ბურძგლას, შმიდტის და ცაგარელის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, კოსტავას, ანაგის, გაგარინის, ვიტალი დარასელიას, კანდელაკის, შარტავას და მელიტონ ქანთარიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების და ჯავახეთის II შესახვევის მცხოვრებლებს.
 
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე 30 წუთიანი ინტერვალით შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის, ნავთლუღის დასახლების, შუამთის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ბოცვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და აგლაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. ”თელასში” აცხადებენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები