ბორჯომის ხეობაში ორი თურქული ვერტმფრენი უკვე გამოჩნდა (ვიდეო)

ბორჯომის ხეობაში ორი თურქული ვერტმფრენი უკვე გამოჩნდა – ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან „კვირას“ კორესპონდენტი იტყობინება.
მისივე ინფორმაციით, ბორჯომში სამაშველო სამუშაოებში თურქული ვერტმფრენებიც ჩაერთვნენ.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოში განუცხადეს, თურქული ვერტმფრენები ბორჯომის ხეობაში უკვე იმყოფებიან და ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობენ.
ცნობისათვის, ბორჯომში თურქულ თვითმფრინავსაც ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები