გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, „თელასის“ აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს, „თელასის“ აბონენტების ნაწილს დროებით ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის ინფორმაციით, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ ისნის რაიონში, ევროპის მოედნის (ნაწილობრივ), მეტეხის აღმართის, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ჯორბენაძის, რუისის, ჩეხოვის, მეტეხის, გელათის, არარატის, არმაზის, დუშეთის, ალაზნის, იორის, ცუცქირიძის, ხიდისთავის, გაბრიელ ეპისკოპოსის და ავლაბრის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხებათ, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის და სამგორის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, ანალოგიური მიზეზით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვათ შეეხება, შინდისის, ამაღლების, ოქროყანის, ავთანდილის, მესხის, შხეფის, წავკისის და ბოლო აღმართის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვერეს დაღმართის, რესპუბლიკის მოედნის, ჭანტურიას, სანაპიროს, მტკვრის და საქანელას ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, საირმის, მიცკევიჩის, ბურძგლას, ცაგარელის, შმიდტის, გოთუას, კოსტავას, სააკაძის, ოჟიოს და გაგარინის ქუჩების მცხოვრებლებს.
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს IV და V მიკრორაიონების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხებათ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და სოფელ ლისის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ლისაშვილის, ბახმაროს, გომარეთის, ახტალის, წერონისის, ჟღენტის, რაჭის, სანავარდოს და ლეჩხუმის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 12:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ, გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.