ზურაბ ალავიძე რეგიონებში პროექტების მონიტორინგს განაგრძობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რეგიონებში პროექტების მონიტორინგს განაგრძობს.
ზურაბ ალავიძე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა, მინისტრი ამჯერად ყაზბეგში, დარიალის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება, რის შედეგადაც, ადგილობრივები, მომლოცველები და ტურისტები მონასტრამდე განახლებული და უსაფრთხო გზით მივლენ.
პროექტს მსოფლიო ბანკი მილიონ 500 ათასი ლარით აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები