საქართველოს შრომის კოდექსი თურქულ ენაზე ითარგმნა

    თურქოლოგ რომან კვიციანის ავტორობით საქართველოს შრომის კოდექსი თურქულ ენაზე ითარგმნა.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარემ რომან კვიციანმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, საქართველოს შრიმის კოდექსის თურქულ ენაზე თარგმნის მიზანი თურქ და ქართველ დასაქმებულებს შორის ურთიერთობის გაადვილებაა. კოდექსი მათ საშუალებას მისცემს უკეთ აუხსნან თავიანთი უფლებები ერთმანეთს.
„საქართველოში მრავლად არის თურქული ორგანიზაციები, სადაც ქართველები არიან დასაქმებულები. თურქეთიდან ინვესტიციებიც დიდი რაოდენებოთ შემოედინება. შესაბამისად, დამსაქმებელმა საქართველოში უნდა იცოდეს , საქართველოს შრომის ბაზარზე რა რეგულაციებია, როგორია კანონი. ჩემი ორგანიზაციის მიზანია, თვითოეულმა მხარემ იცოდეს დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობების შესახებ, თუ რა უფლებები აქვთ მხარეებს“, – აღნიშნავს თურქოლოგი რომან კვიციანი.
საქართველოს შრომის კოდექსის თურქულ ენაზე გაცნობა დაინტერესებულ პირებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა და ახალგაზრდა თურქოლოგთა ასოციაციის” ვებ-გვერდზე შეუძლიათ.
„არის შემთხვევები, როდესაც დასაქმებულის უფლებები მაქსიმალურად იზღუდება. ხშირ შემთხვევაში, დასაქმებულმა არ იცის ენა. შესაბამისად, დამსაქმებელი დასაქმებულს თავის უფლებებს ვერ უხსნის. ახლა კი, ორივე მხარეს გაუმარტივდება თავიანთი უფლებების გაცნობა“ , – ამბობს რომან კვიციანი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კოდექსის ბეჭდვითი სახით გამოცემა არ იგეგმება.

stu.org.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები