ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრებთათვის ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებას ავრცელებს
ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ისრაელის სახელმწიფოში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახური(PIBA)-ის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელებისთვის, რომელთა ვიზის ვადა იწურებოდა 2026 წლის 22 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით, ვიზის მოქმედების ვადა ავტომატურად გაუგრძელდეთ მომდევნო სამი თვით.
კერძოდ, საუბარია შემდეგი ტიპის ვიზებზე:
„სამუშაო ვიზა, ტიპი B/1;
ზოგადი ტურისტული ვიზა, ტიპი B/2;
მოხალისეობრივი ვიზა, ტიპი B/4;
დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/1;
სტუდენტური ვიზა, ტიპი A/2 (გარდა სოფლის მეურნეობაში ანაზღაურებადი პირებისა);
სასულიერო პირების ვიზა, ტიპი A/3;
თანმხლები ვიზა, ტიპი A/4;
დროებითი რეზიდენტის ვიზა, ტიპი A/5;
ვიზა DCL ოჯახის გაერთიანებისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში;
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობისა და იმიგრაციის სამსახურში ფიზიკურად გამოცხადება საჭირო არ არის“, – აღნიშნულია განცხადებაში.