მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს დანიის ნაკრებთან გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა კალათბურთელებს ღირსეული თამაშისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ შეხვედრებში წარმატება უსურვა.
„გამარჯვებას ვულოცავ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს!
მადლობა ჩვენს ძვირფას კალათბურთელებს ღირსეული თამაშისათვის. წარმატებას ვუსურვებ მომავალ შეხვედრებში“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველო-დანიის საკალათბურთო ნაკრებების თამაშს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.