ლიბანში ისრაელის დარტყმების შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა

ლიბანის მთავრობის კატასტროფების მართვის ცენტრის ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა რაიონში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 154 ადამიანი.

„ორშაბათს ღამიდან ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა და 154 დაიჭრა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, „ჰეზბოლამ“ ღამით ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა. საპასუხოდ, ისრაელმა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები