საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანიის ნაკრები 89:60 დაამარცხა
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა დანიის ნაკრები ანგარიშით 89:60 დაამარცხა.
ამით საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩი ჩაატარა და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადასვლის საგზური მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები A ჯგუფში ესპანეთთან, უკრაინასა და დანიასთან ერთად ასპარეზობს.
ნაკრები მომდევნო მატჩს უკრაინასთან გამართავს.