„ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოვიყენებთ, რათა დასრულდეს რუსეთის პოლიტიკა, რომელიც პრობლემებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა“

პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. როგორც მან განაცხადა, გამოყენებული იქნება ყველა საერთაშორისო მექანიზმი, რათა დასრულდეს ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან მიმართებაში აწარმოებს.
„უაღრესად აღმაშფოთებელია ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დგამს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდით. მით უმეტეს, აღმაშფოთებელია და განსაკუთრებით ცინიზმით არის აღსავსე ეს ნაბიჯი, როდესაც ყველაფერი ხორციელდება იმ ე.წ. ვიზიტის ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩვენ ვხედავთ, როგორი „სტაბილურობა“, მოაქვს მის ასეთ ვოიაჟებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება თავისი ტერიტორიის არცერთი მეტრის ხელყოფას და გამოყენებული იქნება ყველა საერთაშორისო მექანიზმი იმისათვის, რომ არა მხოლოდ ცალკეული ინციდენტები, არამედ ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში, დასრულდეს და საბოლოოდ დასრულდეს ის პოლიტიკა, რომელიც პრობლემებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები