რუსი სამხედროების მიერ გატაცებული თენგიზ მიქავა თავისუფალია
რუსი სამხედროების მიერ 9 აგვისტოს გატაცებული, სოფელ ტყაიას მკვიდრი, თენგიზ მიქავა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ მიქავა მდინარე ენგურზე თევზაობდა, როდესაც ის იარაღის მუქარით რუსმა ჯარისკაცებმა ენგურის მეორე ნაპირზე გადაიყვანეს. მოგვიანებით, ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ თენგიზ მიქაძე გალში იყო გადაყვანილი.
კიდევ ერთი გატაცებული, სოფელ პალურის მკვიდრი, უტა სამუშია გუშინ გაათავისუფლეს.