ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა.
აფხაზური მედიის ცნობით, ვლადიმერი პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდება.
პუტინსა და ხაჯიმბას შორის შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართება.
პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლოს 2013 წელს იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები