განათლების მსოფლიო ფორუმი დასრულდა

    განათლების მსოფლიო ფორუმი, რომელიც ლონდონში 20 იანვრიდან მიმდინარეობდა დასრულდა.
ფორუმის მონაწილე განათლების სამინისტროების ლიდერებს, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაციას, შესაძლებლობა მიეცა ექსელის საექსპოზიციო დარბაზში საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და ტრენინგების მსოფლიოს წამყვან გამოფენას (BETT) გაცნობოდა.
გამოფენა უკვე ოცდამეათე წელია იმართება და მუდამ მსოფლიო საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრშია. წელს აქ 700– ზე მეტი ექსპოზიციაა წარმოდგენილი და მას 150 ქვეყნიდან 35.000-მდე ვიზიტორი სტუმრობს. თამარ სანიკიძის განცხადებით, ექსპოზიცია ძალზე კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ მოკლე დროში მიიღო საჭირო ინფორმაცია და საგანმანათლებლო სფეროში მსოფლიო მიღწევებს გაეცნო. მინისტრი ასევე დადებითად აფასებს საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას განათლების მსოფლიო ფორუმში და იმედს გამოთქვამს, რომ ლონდონში მიღებული ინფორმაცია და წარმოებული მოლაპარაკებების შედეგები აუცილებლად აისახება სამინისტროს მომავალ საქმიანობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები