რუსმა სამხედროებმა ფლავისმანიდან გატაცებული მწყემსები თანხის სანაცვლოდ გაათავისუფლეს
2000 რუბლის გადახდის შემდეგ, რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანიდან გატაცებული მწყემსები გაათავისუფლეს.
რუსმა სამხედროებმა ისინი ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.
შსს შიდა ქართლის დეპარტამენტში დაკითხვის შემდეგ მწყემსები საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან.