„მინდა გამოვეხმაურო ზაალ უდუმაშვილის გუშინდელ, რბილად რომ ვთქვა, არასწორ საქციელს“

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბაირამოვების ოჯახის ტრაგედიით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ცდილობს.
როგორც მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული ოჯახის უკლებლივ ყველა განცხადება დაკმაყოფილებულია საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ.
„მინდა გამოვეხმაურო ზაალ უდუმაშვილის გუშინდელ, რბილად რომ ვთქვა, არასწორ საქციელს და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბაირამოვების ოჯახის ტრაგედიით პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობას.
აღნიშნული ოჯახის უკლებლივ ყველა განცხადება დაკმაყოფილებულია საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ. კერძოდ:
2017 წელს სრულად დაკმაყოფილდა მედიკამენტებისთვის საჭირო 533 ლარით; 2016 წელს სამედიცინო მომსახურებაზე 500 ლარი; 2015 წელს ოპერაციისთვის 1500 ლარი; 2014 წლის 10 ოქტომბერს მკურნალობის თანხა 1500 ლარი.
ამასთანვე, თბილისის მერიამ 2016-17 წლებში მედიკამენტებზე გამოყო 550 და 100 ლარი, ხოლო 2016 წელს მერის სარეზერვო ფონდიდან ბაირამოვების ოჯახს 5250 ლარი გამოეყო“ – წერს ბექა მიქაუტაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ზალიკო უდუმაშვილი, ვაშლიჯვარში მცხოვრები ბაირამოვების ოჯახს სტუმრობდა.
28 წლის არჩილ ბაირამოვი, ავტოავარიის გამო, უკვე სამი წელია უგონო მდგომარეობაშია.
უდუმაშვილის თქმით, ბაირამოვებმა ხელისუფლებისგან თანხა მხოლოდ ერთჯერადად მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები