ფიქრია ჩიხრაძე “ქართული ოცნების” განცხადებას პასუხობს

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ”ქართული ოცნების” განცხადებას ეხმაურება. როგორც მან განაცხადა, შეურაცხყოფა ყოველთვის მმართველი ძალის მხრიდან მოდის და არა პრეზიდენტისგან.
ფიქრია ჩიხრაძის შეფასებით, მმართველი პარტია ცდილობს მტრის ხატის შექმნით გადაფაროს ქვეყანაში არსებული პრობლემები.
”ჩვენ ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტის ნებისმიერ ინიციატივაზე, წინადადებაზე და მოსაზრებაზე ყოველთვის ვაწყდებით აგრესიულ დამოკიდებულებას მმართველი ძალის წარმომადგენელთა მხრიდან. ეს ერთის მხრივ შეიძლება აიხსნას, როგორც უცნაური აკვიატებული დამოკიდებულება პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი, რომელიც არ არის, როგორც ეს წინა წლებში იყო მმართველი გუნდის წარმომადგენელი და ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი.
როგორც ჩანს, მმართველ ძალას სჭირდება ერთგვარი მტრის ხატის შექმნა მთელ ამ სიტუაციაში, როდესაც ვხედავთ, რომ პრობლემებია სოციალური, ეკონომიკური და დემოკრატიის თვალსაზრისით“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “პარტია, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს, მისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და დასაცინი.
პრეზიდენტის ამ განცხადებას უპასუხა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ.“ „გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს“, – აღნიშნულია ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები