„სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხი პოლიტიკურად აქტუალური არ არის“

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას თეორიულად ორი შემადგენელი აქვს – პოლიტიკური და იურიდიული – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
დავით სერგეენკოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში , პოლიტიკური შემადგენელი არანაირი სახით აქტუალური არ არის.
”მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას თეორიულად ორი შემადგენელი აქვს: – პოლიტიკური და იურიდიული. ჩემი ღრმა რწმენით, აქ პოლიტიკური შემადგენელი არანაირი სახით აქტუალური არ არის. ეს არის წმინდა წყლის იურიდიული საკითხი. ამას ალბათ იურისტები შეასრულებენ დადგენილი კანონმდებლობით“, – განუცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები