ვიქტორ დოლიძე: სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის წარსული
საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
ვიქტორ დოლიძის თქმით, სააკაშვილი საქართველოს წარსულია.
„თავად საკითხს რაც შეეხება, ეს არის წმინდად სამართლებრივი საკითხი და არ ვიქნები სწორი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კომენტარები ვაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით. სააკაშვილი არის ჩვენი ქვეყნის წარსული, გასული ეპოქა, ჩვენ მომავლისკენ ვიყურებით. მე დარწმუნებული ვარ, ეს მომავალი იქნება დაფუძნებული მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.