მიხეილ ჯანელიძე: ბორდერიზაციის მიზანი დესტაბილიზაციაა, მაგრამ მთავრობა არ დაუშვებს წამოეგოს რაიმე პროვოკაციას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სოფელ არცევში, ხნულების გავლების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს, წამოეგოს რაიმე პროვოკაციას და ხელი შეუწყოს დესტაბილიზაციას.
ჯანელიძის თქმით, საქართველოს მთავრობა მშვიდობიანი გზით გააგრძელებს ამ ძალიან რთულ პრობლემასთან გამკლავებას.
„რაც შეეხება ხნულებს და ბორდერიზაციას, ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ჩვენ თვალს ვადევნებთ უკვე მრავალი წელია. მისი მიზანია იყოს დესტაბილიზაცია, მაგრამ საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს, რომ ჩვენ წამოვეგოთ რაიმე პროვოკაციას, ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გავაგრძელებთ მშვიდობიანი გზით ამ ძალიან რთულ პრობლემასთან გამკლავებას. ჩვენი პოლიტიკა არის და დარჩება მშვიდობაზე, შერიგებაზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული. ის შეზღუდვები, რომელიც არის გადაადგილებასთან დაკავშირებით, ძალიან მწვავეა და ამ საკითხს მწვავედ დავაყენებთ ყველა საერთაშორისო ფორმატში“, – განაცხადა ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე – ფაქტო ხელისუფლება, ხანძარსაწინააღმდეგო მოტივით, ხნულების გავლებას აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები