ვიქტორ დოლიძე: საქართველო პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს რუსეთის პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეს და გონივრულად იმოქმედოს.
„ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს და ვიმოქმედოთ მაქსიმალურად გონივრულად.
ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სტაბილურობა რეგიონში არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და ამისათვის ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებთ, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ამ პრობლემის მოგვარება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის ფარგლებში, ეკონომიკური, ადამიანური, ჰუმანიტარული რეინტეგრაციის ფარგლებში – ჩვენ მარტო მიწები არ გვაქვს დასაბრუნებელი, ჩვენ ჩვენი თანამოქალაქეები გვყავს დასაბრუნებელი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, იგივე ჟენევის ფორმატის გაძლიერებით, დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ მხარდამჭერების კონსოლიდირებას, რომელიც საბოლოო ჯამში ამ პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა დოლიძემ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში ვიზიტს 8 აგვისტოს გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები