უკრაინის პირველი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა საერთაშორისო სასამართლოს უნდა მიმართოს

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე, საერთაშორისო სასამართლოს უნდა მიმართოს.
„თუ არსებობს კითხვები, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოსთვის შეიძლება მიმართვა. თუ აღმოჩნდება, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ ასრულებს კანონებს, საფუძველი არსებობს, რომ შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა მოხდეს. სააკაშვილს უკრაინელად მიიჩნევენ და ხალხი მზად არის ის აირჩიოს. ამას კი ხალხს ვერავინ აუკრძალავს“, – განაცხადა ლეონიდ კრავჩუკმა.
მისივე თქმით, თუ უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს მიხეილ სააკაშვილი აირჩიოს და მას მნიშვნელოვანი თანამდებობა ანდოს, ის ამას მხარს დაუჭერს.
26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულება გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები