ლევან იზორია: მაიკ პენსის ჩამოსვლის ფაქტი არის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამოხატულება

„აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი, საქართველოში მისი ჩამოსვლის ფაქტი არის სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამოხატულება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპული მხარდაჭერა“, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მაიკ პენსმა საკმაოდ პოზიტიური და მკაფიო განცხადებები გააკეთა და თქვა, რომ აშშ იყო და მომავალში უფრო მასშტაბურად იქნება საქართველოს გვერდით.
“აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტი, საქართველოში მისი ჩამოსვლის ფაქტი არის სწორედ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გამოხატულება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპული მხარდაჭერა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ასეთი მაღალი ხარისხი მანამდე არ ყოფილა, რაც ბუნებრივია, არის განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის დამსახურება. ვიცე-პრეზიდენტმა საკმაოდ პოზიტიური და მკაფიო განცხადებებიც გააკეთა და თქვა, რომ აშშ იყო და მომავალში უფრო მასშტაბურად იქნება საქართველოს გვერდით“, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები