“ქართული ოცნება”: მარგველაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს, მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ

საპარლამენტო ფრაქცია ფრაქცია “ქართული ოცნება” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. ფრაქცია ყველას მოუწოდებს, არ აყვნენ მარგველაშვილს და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს.
„გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს“, – ნათქვამია ფრაქციის განცხადებაში.
როგორც ფრაქციაში განმარტავენ, საუბარია მარგველაშვილის მიერ გუშინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაკეთებულ განცხადებებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები