პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გავლების გამო შეშფოთებულია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ „ქართველი ხალხი არასდროს შეეჩვევა და შეეგუება ისტორიულ უსამართლობას – საქართველოს ოკუპაციას“.
პრეზიდენტი საგანგებო განცხადებაში აღშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გავლების გამო და მას მცოცავი ოკუპაციის პროცესის გაგრძელებად აფასებს.გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მკვეთრი და მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისაკენ მოუწოდებს.
“ოკუპანტი ძალის ქმედებები – ბორდერიზაცია, მცოცავი ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია ძაბავს ვითარებას და პრობლემას უქმნის რეგიონში სტაბილურობას. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არც ერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და მტკიცედ უნდა დაიგმოს, რათა შეჩერდეს მცოცავი ოკუპაცია. ქართველი ხალხი არასდროს შეეჩვევა და შეეგუება ამ ისტორიულ უსამართლობას – საქართველოს ოკუპაციას”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
დღეიდან, ოკუპირებულ ხაზთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულის გავლება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები