“პუტინის აფხაზეთში ჩასვლა არის ის ანექსიური პოლიტიკა, ის მილიტარიზაცია, რომელიც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარეობს”

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი პუტინის აფხაზეთში ჩასვლას ეხმაურება. როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, პუტინის მხრიდან ეს ქმედება სწორედ ის ანექსიური პოლიტიკა და მილიტარიზაციაა, რომელიც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო იყოს მზად ნებისმიერი კრიზისისთვის. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ერთიან საქართველოში არის ადგილი ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის და ყველასთვის, ვინც საქართველოს მოქალაქეა. “საქართველოს მთავრობამ და საზოგადოებამ, ყველამ ერთად უნდა დავუპირისპიროთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი პოლიტიკა. რა თქმა უნდა, მთავრობის მიერ გაჟღერებულია გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც ეხება სტრატეგიულ მოთმინებას, არშესვლას კონფრონტაციაში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიყოთ მზად ნებისმიერი კრიზისისთვის. იმისთვის, რომ გრძელვადიანად მოხდეს ამ რეგიონების საქართველოში რეინტეგრირება და შერიგება, იმ დიდი პირობით, რომ რეალურად ერთიან საქართველოში არის ადგილი ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის და ყველასთვის, ვინც საქართველოს მოქალაქეა“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები