ირაკლი სესიაშვილი: პუტინი აფხაზებისთვის და ოსებისთვისაც ისეთივე ოკუპანტია, როგორც ჩვენთვის
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ჩასვლის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ეს იაფფასიანი სვლა იქნება.
მისივე თმით, აფხაზებისთვის პუტინი ისეთივე ოკუპანტია, როგორც ჩვენთვის.
„მისი ეს რეაქცია არის ძალიან იაფფასიანი სვლა. იმიტომ, რომ პუტინს ჰგონია, ის აფხაზების ან ოსების მფარველია, მაგრამ ეს ასე აღარ არის. ის აფხაზი და ის ოსიც, ჩვენი თანამოქალაქეებიც თვლიან, რომ ისინიც ოკუპირებულები არიან. პუტინი თუ ჩავა 8 აგვისტოს აფხაზეთში, სოხუმში ნუ ჰგონია, რომ მას ტაშს დაუკრავენ. ის ისეთივე ოკუპანტია, როგორც ჩვენთვის ისე აფხაზებისთვის“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.