ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება თხრილებს 4 ქართულ სოფელთან გაავლებს

აძვი, არცევი, მერეთი, ჯარიაშენი, – ეს ოკუპირებული ტერიტორიის ის 4 მოსაზღვრე ქართული სოფელია, რომლის სიახლოვესაც ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლება თხრილების გავლებას აპირებს.
ოფიციალურ ვერსიად ცხინვალის მხრიდან თხრილები ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულების იქნება, თუმცა გორის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებაში თვლიან,. რომ მოწოდებული ვერსია შეფუთულია.
“დაგეგმილია მერეთთან, აძვთან, არცევთან და ჯარიაშენთან თხრილების გავლება, ამბობენ, რომ ეს უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები, მაგრამ ის რომ ეს ინფორმაცია შეფუთულია და რასაც ემსახურება ყველამ კარგად ვიცით”, – აცხადებს “კვირსთან” გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გელა კაპანაძე.
ინფორმაცია თხრილების გავლების შესახებ ოსურმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, დაანონსებულ განცხადებაში სამუშაების შესასრულებლად 3 დან 18 აგვისტოა მითითებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები