პრემიერი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს გამოხატული მხრადაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, ქართველის ხალხის სახელით, მადლობას უხდის.
პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ამერიკის ადმინისტრაციის მხარდამჭერი განცხადება საქართველოს მიმართ.
„მინდა გამოვეხმაურო აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტს საქართველოში და მინდა, ხაზი გავუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც პირველი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასეთ მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი ქვეყნის საგარეო პრიორიტეტულ მისწრაფებებს.კიდევ რთხელ მინდა, ქართველი ხალხის სახელით და რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანის სახელით მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ვიცე-პრეზიდენტს და ამერიკის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა, რომელსაც ის 2012 წლიდან ახორციელებს, სრულად არის მხარდაჭერილი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიერ, რაც პრემიერის შეფასებით, საქართველოსთვის უნიშვნელოვანესია.
„მინდა, კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ჩვენს მიერ გამოცხადებული სამი მთავარი პრიორიტეტი – უსაფრთხოება და სტაბილურობა; რა თქმა უნდა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მოიტანოს თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობა, არის ასე პოზიტიურად შეფასებული და რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში არის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და კიდევ უფრო მეტი შთაგონება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ გამთლიანებამდე, რა თქმა უნდა მშვიდობიანად და კიდევ უფრო თანმიმდევრულად განვახორციელოთ ჩვენი პრიორიტეტები, რათა ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე განმარტებით, რომ საქართველომ მაქსიმალურად მეტი ძალისხმევა უნდა დახაროს საქართველოს გაძლიერებისთვის და კონფლიქტებსი მშვიდობიანი მოგვარებისთვის.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხმამაღალი, მკაფიო მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ასევე დიდი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მეტი ძალისხმევა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის და იმ პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისთვის რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ასე აწუხებს“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, მაიკ პენსის ვიზიტისას, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა.
„ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკისთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით ჩვენს რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ვიზიტის დროს მოეწერა ხელი ძალიან მსხვილ ამერიკულ კომპანია SSA Marine-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის მიუხდვითაც ეს კომპანია შემოდის საქართველოში არა მხოლოდ ახალი პორტის ოპერატორად, არამედ ასევე ინვესტორად. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება, მეტი დასავლური მსხვილი კომპანია იყოს წარმოდგენილი საქართველოში.კიდევ რთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ მაიკ პენსს და აშშ-ის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი და მკაფიო მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
მაიკ პენსი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები