გიორგი კვირიკაშვილი: ოკუპირებული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა უნდა შევარიგოთ

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა შევძლოთ, რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კვირიკაშვილნა განმარტა, ოკუპირებული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა უნდა შევარიგოთ და გავაერთიანოდ ჩვენი ქვეყანა.
„ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტი და განცხადებები ემსახურება, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკის გაგრძელებას , რომლის მოწმენიც ჩვენ ვართ. ეს არის საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ, რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი და ოკუპირებული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა შევარიგოთ, გავაერთიანოდ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში არცერთ ჩვენთაგანს ეჭვი არ ეპარება“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები