გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის აგრესიის მიმართ, აშშ-ს შემაკავებელი პოლიტიკა გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მხრიდან რუსეთის აგრესიის მიმართ შემაკავებელი პოლიტიკა გრძელდება.
პრეზიდენტმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში განაცხადა, რომ მას სჯერა ამერიკის და იმის, რომ „რუსეთის აგრესიისა და მისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯების შემაკავებელი პოლიტიკა სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ევროპისთვის და თვითონ რუსეთისთვისაც“.
„ჩვენ მოგვწონს მოვლენების ამგვარი განვითარება. ბედნიერები ვართ ჩვენი სამხედრო თანამშრომლობით და მასში შეერთებული შტატების მეტი ჩართულობით, რაც ჩემს ქვეყანას უფრო თავდაცვისუნარიანს ხდის. ასევე ვხედავთ რუსეთის შემაკავებელ პოლიტიკას. რუსეთი აცხადებს, რომ მისი სამეზობლო მისი ინტერესის, გავლენათა სფეროებია. მე მჯერა, რომ რუსეთის აგრესიისა და მისი დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯების შემაკავებელი პოლიტიკა სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ევროპისთვის და თვითონ რუსეთისთვისაც.“,- განაცხადა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილი თქმით, ასევე, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი იყო მაიკ პენსის საქართველოში ჩამოსვლა, რამაც, პრეზიდენტის შეფასებით, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობას.
„ჩვენ ვნახეთ, როგორ მიესალმა ვიცე-პრეზიდენტი ჩვენს მისწრაფებებს ნატოსკენ, როგორ უჭერს ის მხარს ჩვენი სამხედროების გაძლიერებას, მიესალმება ჩვენს ჩართულობას გლობალური უსაფრთხოების მისიებში. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ნატოს მეხუთე მუხლს. საქართველოს გადასახედიდან ჩვენ ვხედავთ ახალ, ნატოში საქართველოს ინტეგრაციისკენ მოწოდებულ ადმინისტრაციას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიმ პენსი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. მანდ შეხვედრები ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლებთან გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები