„სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის შემთხვევაში, გენერალური პროკურორი მის საქართველოში ექსტრადირებას გეგმავს“

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის შემთხვევაში, გენერალური პროკურორი იური ლუცენკო მის საქართველოში ექსტრადირებას გეგმავს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ერთ-ერთი უკრაინელი ბლოგერი წერს, რომელიც ლუცენკოსთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. მისივე ცნობით, ლუცენკომ ამავდროულად განმარტა, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს მხრიდან ახალ მოთხოვნას ექნება ადგილი.
ცნობისთვის, გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ბლოგერებთან შეხვედრა გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები