“პენსის გზავნილები იყო ძალიან მკაფიო და ამას საქართველოდან გარკვეული მოქმედება სჭირდება”

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „კურიერთან“ მაიკ პენსისთვის ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით მიმართვაზე დეტალურად ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის გზავნილები იყო ძალიან მკაფიო და ამას საქართველოდან გარკვეული მოქმედება სჭირდება. მარგველაშვილის განმარტებით, მაღალ დონეზე დანახულ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს შესაბამისი ინსტიტუტები უნდა მოემსახურონ, აქედან გამომდინარეობს იდეაც, რომ საგანგებო წარმომადგენელი იქნას დანიშნული.

„არაღიარებიდან ვიცე-პრეზიდენტი გადავიდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკურ პოზიციაზე. მან თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.ეს ასე ნათლად ნათქვამი, რა თქმა უნდა, საქართველოს ყველა მოქალაქის ყურისა და გულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ბუნებრივია, გაჩნდა უფრო მაღალ დონეზე, გლობალური და სტრატეგიული ხედვის დონეზე დანახული საქართველო-შეერთებული შტატების ურთიერთობის რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ხედვის პარალელურად საჭიროება, რომ პოლიტიკოსის ამ ხედვას, რომელსაც მხარს ვუჭერთ საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები, მოემსახუროს შესაბამისად შესაბამისი ინსტიტუტები და სტრუქტურები. აქედანვე მოდის იდეა იმის თაობაზე, რომ საგანგებო წარმომადგენელი იქნას დანიშნული,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები