„პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით კონსულტაციები მთავრობასთან არ გამართულა“

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, პრეზიდენტის ეს ინიციატივა მისთვის სიურპრიზი იყო. დოლიძის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლის დანიშვნის აუცილებლობას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილს საკითხი მთავრობასთან არ განუხილავს.
„ჩემთვის ეს სიურპრიზი იყო. პირდაპირ გეტყვით, მოულოდნელი, გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარი კონსულტაციები მთავრობასთან არ გამართულა. ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ასახავს იმ ძალიან მნიშვნელოვან რეალობას, რომელიც უმაღლეს დონეზეა და ასეთი კონტაქტების შესახებ მეტყველებს.
ამიტომ აუცილებლობას, კიდევ ახალი ელემენტი შევიტანოთ ამ ურთიერთობებში, ვერ ვხედავ. თუმცა პრეზიდენტი თუკი რაღაცას გვთავაზობს, განხილვა ყველაფრის შეიძლება“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები