ექსპერტის თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ქართველებისთვის მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ექსპერტი ნიკოლოზ ლალიაშვილი აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს აფასებს. ექსპერტის განცხადებით, მაიკ პენსმა გააკეთა ქართველებისთვის მნიშვნელოვანი განცხადებები. “პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა გამოყო ქართული პოლიტიკის ბოლო 5 წელი. ეს ის ხუთი წელია, რომელსაც ჩვენი ლიბერალი თანამოქალაქეები უწოდებენ კურსის შემოტრიალებას, ქართული ღირებულებების ღალატს, დემოკრატიის ეროზიას და ა.შ. პენსის განცხადებამ წერტილი დაუსვა ამ ლიბერალურ ნარატივს და სრულიან ცალსახად თქვა, რომ აშშ ყველაზე მეტად საქართველოსთან ურთიერთობის 25 წლიან ისტორიაში ბოლო 5 წელს გამოყოფს. მეორე რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია არის პენსის აბსოლუტურად ტრადიციული, ძალიან კონსერვატიული მიდგომა იმ საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის “წმინდა წერილი”. ბატონმა პენსმა თავის გამოსვლაში მოიხსენია “წმინდა წერილი”. ლიბერალიზმის თვალსაზრისით ეს იყო წარმოუდგენელი განცხადება, რადგან ამას არავინ არ ელოდა. ქართველი მართლმადიდებლებისთვის და კონსერვატორებისთვის ეს განცხადება იყო ძალიან მნიშვვნელოვანი. დღეს აშშ-ის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი აბსოლუტურად კონსერვატორულად არის განწყობილი. ის ახსენებს “წმინდა წერილს” და სიონის ტაძარში ლოცულობს. ეს ყველაფერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალები ქართველებისთვის”, – განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა. მაიკ პენსი, მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 31 ივლისს ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები