ლევან იზორია: პუტინის ვიზიტი სოხუმში საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პუტინის ვიზიტი სოხუმში, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა.
მისივე თქმით, ის ვერ ხედავს გაღიზიანების საფუძველს, რადგან საქართველო არავის წინააღმდეგ არაა მიმართული. „მე ვერ ვხედავ გაღიზიანების საფუძველს, იმიტომ რომ ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვართ მიმართული. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ჩვენი პოლიტიკა არის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება.
აქედან გამომდინარე, ყველა ქმედება, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირების ე.წ. ვიზიტიც, ჩვენს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. არის არა მხოლოდ ჩვენ მიერ, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაგმობილი,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები