რამაზ საყვარელიძე: ქართული პოლიტიკის ბოლო ხუთი წელი აშშ-ისთვის გამორჩეულია

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს აფასებს. მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში ძნელია მოიძებნოს ასეთი წარმატებული ხუთწლიანი პერიოდი, ამიტომ ბუნებრია, რომ ეს აშშ-ისთის თვალში საცემია.
“ქართულ პოლიტიკაში ძალიან ძნელია მოიძებნოს ხუთწლიანი პერიოდი , როდესაც ამდენი რამ მოხდა საქართველოს დასავლეთისკენ მსვლელობის გზაზე. ამიტომ ბუნებრია რომ ეს ხუთი წელი დასავლელი პარტნიორებისთის თვალში საცემია. ამავე დროს თვალში საცემია ის, რომ ამ გზაზე არამარტო საქართველო დგავდა ნაბიჯებს და იყო აქტიური არამედ დასავლეთის მხრიდანაც შესაბამისი რეაქცია იყო. ამ ხუთ წელს საქართველო ევროპისკენ ძნელია, რომ ანალოგი მოუძებნო. აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა საკუთარი პოზიციის გარდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციაც გაახმოვა და გამოთქვა მზად ყოფნა თანამშრომლობის. ეს ნიშნავს იმასაც, რომ დღევანდელი ხელისუფლების მუშაობა ჯდება იმ სტანდარტებში, რომლითაც ისინი აფასებენ პარტნიორს, თანამშრომლობის პერსპექტივებს. გარდა საგარეო პოლიტიკისა საქართველოს საშინაო პოლიტიკაც გახდა იმის საფუძველი, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ამდენჯერ გამოიჩინა საქართველოს მიმართ ყურადღება და ინტერესი”, – განაცხადა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 31 ივლისს ეწვია.
მნიშვნელოვანი გზავნილები მაიკ პენსის განცხადებებიდან:
• დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას;
• დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენტიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ;
• რუსეთის ქმედებებს ვუპირისპირებთ ჩემს ვიზიტსა და პრეზიდენტის მყარ პოზიციას;
• საქართველო უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიგვაჩნია;
• აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას, რათა საქართველო გახდეს ნატოს წევრი. მაღალ შეფასებას ვაძლევთ ამ გზაზე მიღწეულ პროგრესს;
• აშშ გააგრძელებს ახალი გზების ძებნას, რისი მეშვეობითაც ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს არა მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით, ასევე, ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას;
• აშშ-ის პრეზიდენტმა მომავლინა მარტივი გზავნილით – ჩვენ თქვენთან ვართ!

წყარო: pia.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები