არჩილ თალაკვაძე: მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერის დასტურია

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ადასტურებს ამერიკელი ხალხის და ამერიკის მთავრობის ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეკონომიკურ განვითარებას და დემოკრატიას. “ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ბოლო 5 წლიანი საქმიანობა და განაცხადა რომ ამერიკის მთავრობა განაგრძობს თანამშრომლობას პრემიერ კვირიკაშვილის მთავრობასთან. აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ადასტურებს ამერიკელი ხალხის და ამერიკის მთავრობის ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეკონომიკურ განვითარებას და დემოკრატიას. ჩვენ გვაერთიანებს თავისუფლების ძლიერი სურვილი და საქართველო მსოფლიოს არაერთ წერტილში, თავისუფლების დასაცავად ამერიკის გვერდით დგას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები