„აშშ-საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ სამოკავშირეო ეტაპზე გადავიდა“

აშშ-საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ სამოკავშირეო ეტაპზე გადავიდა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა. დეპუტატმა საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი შეაფასა.
“აშშ-ის ვიცე- პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტმა და მის მიერ გაკეთებულმა, უპრეცედენტო მასშტაბის მხარდამჭერმა განცხადებებმა დაანახა მთელს მსოფლიოს, მათ შორის ჩვენს მეგობრებსაც და არაკეთილმოსურნეთაც, რომ საქართველო არ არის მარტო დემოკრატიული განვითარების გზაზე. მისთვის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხების გადაწყვეტაში. ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა ხაზი გაუსვა ბოლი ხუთი წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებს.
გამოვთქვამ იმედს, რომ როგორც ნატოს ფორმატში მიმდინარე წვრთნები ასევე აშშ-ს, როგორც ჩვენი მოკავშირე ქვეყნის ღია მხარდაჭერა არ იქნება ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მტრულად და ნეგატიურად აღქმული. საქართველოს მიზანია სტაბილური და დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა, რაც ყველა მოთამაშის, მათ შორის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს”,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები